ქართველი კლასიკოსის მოთხრობას შვეიცარიაში გამოსცემენ

დავით კლდიაშვილის მოთხრობა გერმანულ ენაზე ითარგმნა
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალს" შვეიცარიაში გამოსცემენ, ნათქვამია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

თარგმანი რახელ გრაცფელდს ეკუთვნის. წიგნი შვეიცარიული გამომცემლობა Dörlemann Verlag-ის მხარდაჭერით გამოვა.

დავით კლდიაშვილი (1862-1931) — ქართველი მწერალი, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი. მისი ნაწარმოებებია „დარისპანის გასაჭირი", „ბაკულას ღორები", „ქამუშაძის გაჭირვება", „ირინეს ბედნიერება" და სხვა.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთადა საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.