რატომ იკეტება ქობულეთი–ბათუმის გვირაბი

გვირაბში ორი დღის განმავლობაში პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik.  საქართველო–თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე არსებული გვირაბი ორი დღით დაიკეტება, ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რამდენი საათით მცირდება თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო?>>>

ორმხრივი გვირაბი (ბათუმი–ქობულეთი და ქობულეთი–ბათუმი) 28–29 აპრილს პროფილაქტიკური სამუშაოებისა და დასუფთავების გამო დაიკეტება.

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში  განხორციელდება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.