ქართველი პროდიუსერი „ცხელ ათეულში" შევიდა

ლაშა ხალვაშმა საერთაშორისო კრიტიკოსების აღიარება მოიპოვა ფილმებისთვის „საშიში დედა“ და „ჰორიზონტი“
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik.  გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Variety–მა, რომელიც შოუ–ბიზნესის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს აფასებს,  ქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში 2018 წლის წარმატებული პროდიუსერების სიაში შეიყვანა. 

ბავშვობაში თორმეტჯერ ნანახი ფილმი, სესილიას მოულოდნელი დუბლი და ნოვატორი რეჟისორი

გავლენიანმა გამოცემამ Variety-მ ქართველი პროდიუსერი ლაშა ხალვაში 2018 წლის ათ წარმატებულ პროდიუსერს შორის დაასახელა ფილმებისთვის „საშიში დედა“ და „ჰორიზონტი“.

10 Producers to Watch for 2018–ის ნომინანტები გამოცემამ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის დროს დააჯილდოვა, რომელიც 14 აპრილს გაიმართა.

ქართველ პროდიუსერთან ერთად ჩამონათვალშია დინა ემამი ფილმისთვის Yomeddine, ანა–მარია კანტარიუსი ფილმისთვის Amateurs და რეიჩელ სონგი A Kid Like Jake–თვის.

ქართული კინოს ტრიუმფი: პეკინში ოთხი მთავარი პრიზი ქართველებს გადაეცა>>>

წელს ნომინაცია 10 Producers to Watch for  დაარსებიდან 21 წლისთავს აღნიშნავს. ნომინანტების შერჩევა  კრიტიკოსების, რედაქტორებისა და ჟურნალისტების  სპეციალური ჯგუფის მიერ ხდება.

რიგით 71–ე კანის კინოფესტივალი წელს 8–19 მაისს გაიმართება.

ლაშა ხალვაშმა კინოსტუდია  Artizm–ი დააარსა. ის პროდიუსერია ისეთი ფილმების, როგორიცაა  Laguna Vere,  „ქორწინება გისოსებს მიღმა“ და „გაყინული შადრევნების წელიწადი“.