თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გაუმჯობესდება

თბილისის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის 790 ათასი ევრო დაიხარჯება
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. თბილისში მგზავრთნაკადის შესწავლის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს გამოკითხავენ, ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

გამოკითხვა 26 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. მგზავრთნაკადის შესწავლის შედეგად, განისაზღვრება მოქალაქეების გადაადგილება ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარშრუტები, მანძილი და ინტენსივობა.

აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად შემუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული მარშრუტები. თითოეული მარშრუტის შემუშავებისას გაითვალისწინებენ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობას, განრიგსა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.

რამდენ ლოკაციაზეა დაგეგმილი თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა

კვლევა, რომელიც მომზადდება თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გრანტზე შეთანხმების ფარგლებში, მოიცავს რეკომენდაციებს სხვადასხვა პერიოდებზე — მოკლევადიანიდან გრძელვადიანამდე. გარდა ამისა, მერია ფრანგული კომპანიისგან სპეციალიზებულ პროგრამას, რომელიც სატრანსპორტო ქსელის შედგენისთვის გამოიყენება.

კვლევა 15 თვის შემდეგ უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულებაა 790 ათასი ევრო. აქედან 490 ათასი არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვიტარების ბანკის ტრანტი, ხოლო 300 ათასი — მერიის დაფინანსება.