თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პოლონელ ტურისტს დაეხმარნენ, რომელმაც ყაზბეგის მთებიდან დაშვებისას ფეხი დაიზიანა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ტურისტი 3,6 ათას მეტრ სიმაღლეზე, მეოტეოსადგურში იმყოფებოდა. მაშველებმა ის ვერტმფრენით გადმოიყვანეს.
დაშავებული ტურისტი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.