თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის ტყეში ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლი პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მიუვალ ადგილზეა, რის გამოც სახანძრო-სამაშველო სამსახური ადგილზე მისვლას ჯერ ვერ ახერხებს.
ამ დროისთვის უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული