Panorama360: მთელი მოსკოვი ხელის გულზე

Sputnik

"მოსკოვი-სითის" ერთ-ერთ ცათამბჯენში ევროპის ყველაზე მაღალი სამზერი მოედანი გაიხსნა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ რას ხედავენ ისინი, ვისაც სიმაღლის არ ეშინია

დახურული მოედანი "Panorama360" ყველაზე დიდი პანორამული მოედანია რუსეთსა და ევროპაში. ეს მიღწევა ოფიციალურად დაფიქსირდა რუსეთის რეკორდების წიგნში. პროექტის მხარდამჭერი იყო მოსკოვის ხელისუფლება, კერძოდ სპორტისა და ტურიზმის, განათლების, კულტურის, მედიისა და რეკლამის დეპარტამენტი, ასევე დახურული სააქციო საზოგადოება "ფედერაციის ცათამბჯენები" და ინფრასტრუქტურული კორპორაცია "AEON".

1 / 10
Panorama360 - მოსკოვის ყველაზე მაღალი სამზერი მოედაინა. ის განთავსებულია ცათამბჯენი "ფედერაცია-ვოსტოკის"89-ე სართულზე
2 / 10
დახურული სამზერი მოედაინ 327 მეტრის სიმაღლეზეა
3 / 10
ცათამბჯენი კრემლიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს
4 / 10
სამზერი მოედნიდან პანორამულ მინებს მიღმა შთამბეჭდავი ხედი იშლება მოსკოვზე
5 / 10
ოფიციალურად მოედანმა მუშაობა 21 აპრილს დაიწყო - იმავე დღეს სტუმრებს წარმოუდგინეს შენობაში განთავსებული ნაყინის საწარმო და თანამედროვე გასართობი ზონები
6 / 10
ცათამბჯენის სტუმრები დროში შეზღუდულები არ არიან
7 / 10
სამზერ მოედანზე განთავსებულია ეკორესტორანი, კაფე და სუვენირების მაღაზია
8 / 10
ხუთ წლამდე ბავშვებისათვის მოედანზე მოხვედრა უფასოა
9 / 10
Panorama360 დაყოფილია ცხრა გასართობ ზონად. კაფეს და რესტორნის გარდა აქ არის მინი-ფოტოსტუდიაც, სადაც სტუმრებს სურათებს უბეჭდავენ და საჩუქრად გადასცემენ
10 / 10
სამზერი მოედნის ტერიტორიაზე რეგულარულად ჩატარდება გამოფენები, კონცერტები, მასტერ-კლასები და მოსკოვთმცოდნეობის გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისათვის. არ გამოირიცხება, რომ Panorama360 გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდეს