ქართველი მოჭადრაკე 42 წლისა გარდაიცვალა

სპორტსმენს სიმსივნე აღმოაჩნდა. ის გერმანიაში მკურნალობდა, მაგრამ დაავადებას ვერ სძლია
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე 42 წლისა გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მოჭადრაკეს 2017 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის გერმანიაში მკურნალობდა, თუმცა, მძიმე სენს ვერ სძლია.

ხურციძე იყო საქართველოს ექვსგზის ჩემპიონი — ხუთჯერ ქალთა შორის და ერთხელ — მამაკაცთა შორის. ქალთა ნაკრების შემადგენლობაში ხურციძე მონაწილეობდა ხუთ საჭადრაკო ოლიმპიადაში (ბრინჯაო 1998 წელს და ვერცხლი — 2000 წელს), სამ მსოფლიო გუნდურ ჩემპიონატში (ბრინჯაო 2011 წელს) და შვიდ ევროპის გუნდურ ჩემპიონატში (2005 და 2009 წლებში).

Шахматистка Нино Хурцидзе

ხურციძე 1991 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი 16 წლამდელ მოჭადრაკეთა შორის. 1993 და 1995 წლებში მოიგო ანალოგიური ტურნირები 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. 1998 წელს სპორტსმენმა სტუდენტთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო.

ხურციძემ 1993 წელს მიიღო ქალთა შორის დიდოსტატის წოდება, ხოლო 1999 წელს — საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის.

ყველაზე მაღალი პოზიცია ფიდეს რეიტინგში ხურციძეს 1999 წელს ეკავა — მე-11 ადგილი.