მარნეულში საცხოვრებელი სახლი იწვის

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მარნეულში, სოფელ თაზაქენდში საცხოვრებელი სახლს ცეცხლი უკიდია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ლოკალიზებაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.