ერევანი სარგსიანის გადადგომის შემდეგ: ზეიმი ქალაქის ქუჩებში

Sputnik

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მასობრივი პროტესტის მეათე დღეს თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ რა ხდებოდა ერევანში სარგსიანის გადადგომის შემდეგ

ათობით ათასი ადამიანი აპროტესტებდა სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელებას, რომელიც 2008 წლიდან ედგა ქვეყანას სათავეში როგორც პრეზიდენტი, 17 აპრილს კი პარლამენტმა ის პრემიერ-მინისტრად აირჩია და ფაქტიურად ქვეყნის ხელმძღვანელად აირჩია. თანამდებობის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ერევნის ცენტრში ათასობით ადამიანი გამოვიდა — რესპუბლიკის მოედანი და მისკენ მიმავალი ყველა ქუჩა სავსე იყო ხალხით.

1 / 14
მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ერევანში ე. წ. "ხავერდოვანი რევოლუციით" დასრულდა - მთავრობის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ფოტოზე: საპროტესტო მოძრაობის "ჩემი ნაბიჯი" ლიდერი ნიკოლ პაშინიანი
2 / 14
სარგსიანის გადადგომის შემდეგ ერევნის ცენტრში ათასობით ადამიანი გამოვიდა
3 / 14
რესპუბლიკის მოედანი და მისკენ მიმავალი ყველა ქუჩა ხალხით გადაივსო
4 / 14
ათობით ათასი ადამიანი აპროტესტებდა სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელებას, რომელიც 2008 წლიდან ედგა ქვეყანას სათავეში როგორც პრეზიდენტი, 17 აპრილს კი პარლამენტმა ის პრემიერ-მინისტრად აირჩია და ფაქტიურად ქვეყნის ხელმძღვანელად აირჩია
5 / 14
13 აპრილიდან მოძრაობა "ჩემი ნაბიჯი" ნიკოლ პაშინიანის ხელმძღვანელობით ერევანში მართავდა მასობრივ მიტინგებს, მსვლელობებსა და დემონსტრაციებს
6 / 14
წინა დღეს სარგსიანი პაშინიანს შეცვდა, თუმცა დიალოგი მას შემდეგ შეწყდა, რაც ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ მათი შეკრების მიზეზი მხოლოდ სარგსიანის მიერ თანამდებობის დატოვების განხილვა იყო. ამის შემდეგ პრემიერი ადგა და წავიდა
7 / 14
ამ ყველაფერს მოყვა პაშინიანისა და მისი ორი თანამოაზრის დაკავება, თუმცა ორშაბათს ოპოზიციონრები გაათავისუფლეს. ფოტოზე: მიტინგის მონაწილეები სერჟ სარგსიანის გადადგომას აღნიშნავენ
8 / 14
საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა მომიტინგეებსა და ოპოზიციის თანამოაზრეებს მოუწოდა "გამარჯვების მიტინგში" მონაწილეობისაკენ
9 / 14
ერევნის ქუჩები გადაივსო მანქანებითა და ხალხით, რომლებსაც სომხეთის დროშები ეჭირათ ხელში
10 / 14
ოპოზიციის გამარჯვების მარში ერევნის ქუჩებში
11 / 14
ნიკოლ პაშინიანი საკუთარ თანამოაზრეებს მიმართავს
12 / 14
სერჟ სარგსიანის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მოვალეობების შესრულებისა სომხეთის ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეუდგა. შესაბამისი გადაწყვეტილება ორშაბათს სომხეთის მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო
13 / 14
ამ დროს მიტინგის მონაწილეები ერევანში სერჟ სარგსიანის მიერ თანამდებობის დატოვებას აღნიშნავენ
14 / 14
ნიკოლ პაშინიანი ერევნის ერთ-ერთ ქუჩაზე