უბედური შემთხვევა თბილისში: მეტროში ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს დაადგენს
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. მეტროსადგურ „დელისზე“ მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ცენტრში გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად გადაასვენებენ.

მეტროს მუშაობა არ შეწყვეტილა.