ქართველმა მოციგურავეებმა საფრანგეთში სამი მედალი მოიპოვეს

ნორჩმა ქართველმა მოციგურავემ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ტრადიციულ ყოველწლიურ ტურნირზე Rooster Cup, რომელიც საფრანგეთის ქალაქ კურბევუაში ტარდება, ნათქვამია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა ქართველმა მოციგურავე ილია გოგიტიძემ (13 წლამდე ვაჟთა შორის შეჯიბრში კატეგორიაში pre-novices), მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი — ალინა ურუშაძემ (13 წლამდე გოგონათა შორის კატეგორიაში advanced), ხოლო დავით გურგენიძემ კი მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი (10 წლამდე ვაჟთა შორის).

ტურნირის ყველა პრიზიორი ბათუმის სპორტული ახალგაზრდული ცენტრის აღსაზრდელია.

მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ფიგურულ სრიალში, რომელსაც რუსეთის ქართული სიამაყე უწოდეს >>

Rooster Cup — ტრადიციული ყოველწლიური ტურნირია, რომელიც უმცროსი და საშუალო ასაკის ვაჟთა და გოგონათა შორის ტარდება. წელს შეჯიბრებაში 25 ქვეყნის 136-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.