ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაბეშტის ტურნირზე იწყებს გამოსვლას
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა АТР–ს რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა და მსოფლიოს უძლიერეს ჩოგბურთელთა სიაში მე–80–დან 79–ე ადგილზე გადაინაცვლა.

ტურნირზე АТР Challenger –ის სერიიდან ბასილაშვილი ¼ ფინალამდე მივიდა და 17 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ამან სპორტსმენს მსოფლიო რეიტინგში დაწინაურების საშუალება მისცა.

ბასილაშვილმა ტუნისის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა

აღსანიშნავია, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან მარტის შუა რიცხვებამდე ბასილაშვილმა ზედიზედ შვიდი მატჩი წააგო. მთლიანობაში, სამი თვის განმავლობაში არასტაბილური გამოსვლების გამო ქართველმა სპორტსმენმა АТР-ს რეიტინგში 30-ზე მეტი საფეხურით დაიწია — 57-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ბასილაშვილი ამჟამად გამოსვლას იწყებს ბუდაპეშტის ტურნირზე Gazprom Hungarian Open, რომელიც 23–29 აპრილს გაიმართება. პირველ წრეში ქართველი სპორტსმენი შეხვდება 36 წლის იტალიელ პაოლო ლორენცის (66). მატჩი 24 აპრილს გაიმართება.

ბუდაპეშტის ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 500 ათას ევროზე მეტი. მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი ლუკა პუიე.