ნათია ქოიავა: თუ თქვენს მომავალს თავად არ გადაწყვეტთ ამას თქვენს მაგივრად სხვა გააკეთებს

საერთაშორისო ორგანიზაცია NLP-ს წევრი, ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ტრენერი ნათია ქოიავა „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს მომავლის ხედვაზე.
Sputnik

„გაქვთ თუ არა წარმოდგენილი სად არის თქვენი საბოლოო დანიშნულების ადგილი? ამ სურათის დახატვა აუცილებელია, რადგან თუ თქვენს მომავალს თავად არ გადაწყვეტთ, ამას თქვენს მაგივრად ვინმე სხვა გააკეთებს და დადგება დრო, როდესაც ცხოვრებაში არ გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ“ — აღნიშნავს ნათია ქოიავა.

ტრენერის განმარტებით, ადამიანმა შესაძლოა არ აკეთოს დიდებული საქმეები, მაგრამ აკეთოს პატარ-პატარა საქმეები დიდებულად.