საქართველოს ჰოკეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრებმა ტაივანი ანგარიშით 11:2 გაანადგურა
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მატჩში ოთხი გოლი გაიტანა ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა, სამი გოლი — სემიონ ხარიზოვმა, მეტოქის კარში თითო გოლი გაიტანეს არტიომ კურბატოვმა, ივან შვეცოვმა, მიხაილ შალუნოვმა და ალექსანდრე ვასილჩენკომ.

ქართველმა ჰოკეისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად წააგეს

ტურნირის ბოლო მატჩში ქართველი ჰოკეისტები ტაივანს დაუპირისპირდნენ და დიდი ანგარიშით 11:2 გაანადგურეს. მოპოვებული გამარჯვების შედეგად ქართველი ჰოკეისტები მომავალ წელს II დივიზიონის B ჯგუფში იასპარეზებენ.

ტურნირის წინა შეხვედრებში საქართველომ თურქეთი (6:2), ბულგარეთი (5:3), ჰონგ-კონგი (11:1) დაამარცხა და მხოლოდ მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან წააგო (4:2).

დაჯილდოების ცერემონია ტურნირის ბოლო თამაშის შემდგომ (ჰონგ-კონგი – სამხრეთ აფრიკა) გაიმართება.