ამინდის ზუსტი პროგნოზი 24 აპრილს

სამშაბათს თბილისში 17 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სამშაბათს, 24 აპრილს სინოპტიკოსები თბილისში არამდგრად ამინდს ვარაუდობენ.

თბილისში დილიდან მოიღრუბლება. მზე 05:46 საათზე ამოვა. საღამოსთვის ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ღამით ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუს სითბოს შეადგენს. დღისით კი ჰაერი პლუს 17 გრადუსამდე გათბება.

ქარი წამში 8-13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზე 20:11 საათზე ჩავა.