შიშველმა კაცმა კაფეში სროლა ატეხა: დაიღუპა ოთხი ადამიანი

29 წლის ბოროტმოქმედი მიიმალა, მისი ვინაობა ცნობილია
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. აშშ-ში შიშველმა მამაკაცმა კაფეში ოთხი ადამიანი მოკლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დანაშაული შტატ ტენესიში მოხდა. გავრცელებული ცნობით, სრულიად შიშველი მამაკაცი ქალაქ ნეშვილში მდებარე სადღეღამისო კაფეში Waffle House შევიდა და ცეცხლი გახსნა. სროლის დროს ასევე დაიჭრა ორი ადამიანი.

შიშველ თავდამსხმელს წინააღმდეგობა ერთ-ერთმა მოქალაქემ გაუწია და იარაღი ხელიდან გააგდებინა. 

დამნაშავე მიიმალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლის დროს ბოროტმოქმედს მარტო მწვანე კოსტიუმი ეცვა, გაქცევის დრო კი ისიც გაიხადა, თუმცა გარეთ ტემპერატურა +18 გრადუსი იყო.

პოლიციამ უკვე დაადგინა მისი ვინაობა, ის 29 წლის ტრევის რეინკინგია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.