სომხეთში ტერაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 6 ადამიანი

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, ბოროტმოქმედები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 100-150 თვითნაკეთი დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობის დაყენებას გეგმავდნენ
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური იუწყება ტერაქტის — აფეთქებების აღკვეთის შესახებ საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში, რომლებსაც გეგმავდა ორი მოქალაქე, რომლებიც ჟირაირ სეფილიანის შეირაღებულ ჯგუფსა და „სესნა ცრერთან“ კავშირში არიან მხილებული, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ამ ეჭვმიტანილი პირების ინიციალებს ავრცელებს — გ. ბ. და შ. მ.

გამოძიების თანახმად, თვითნაკეთი დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებას სომხეთში უნდა გამოეწვია საყოველთაო შიშის ატმოსფერო, რაც სახელისუფლებლო ორგანოებზე ზეწოლას გამოიწვევდა.

ზემოხსენებული პირების გარდა, დაკავებულია კიდევ ოთხი ადამიანი.

არეულობა გრძელდება: ერევანში პოლიციამ დემონსტრანტები დაშალა

„მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჟირაირ სეფილიანსა (მსჯავრდებული ოპოზიციონერი) და ჯგუფ „სასნა ცრერთან“ (2016 წელს ერევანში საპატრულო-საგუშაგო შენობა დაიკავა) დაკავშირებული სომხეთის ორი მოქალაქე მათ მიერ შექმნილ დანაშაულებრივ დაჯგუფებას ჩაუდგა სათავეში და საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში 100-150 თვითნაკეთი დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებით აფეთქებებს გეგმავდა“, — ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, აფეთქებები იგეგმებოდა თავისუფლების მოედანზე, ტელეცენტრ „დალმა გარდენ მოლში“, ხიდების ქვეშ და ინფრასტრუქტურის სხვა ადგილებში.

„მიზანი იყო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების და თანამდებობის პირთა მკვლელობა ან მათთვის სხეულის მძიმე დაზიანების მიყენება“, — ნათქვამია განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის რამდენიმე მუხლით აღძრა — „დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან მონაწილეობა მასში“, „ტერაქტის მომზადება ორგანიზებული ჯგუფის მიერ“, „იარაღს, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-გასაღება-შენახვა-გადატანა-ტარება“, „იარაღის დამზადება“ ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სხვადასხვა ბინასა და ავტომობილში ჩატარდა 19 ჩხრეკა, აღმოჩენილია დეტონატორები, დენთი, პატრუქები და ასაფეთქებელი მოწყობილობების სხვა ელემენტები.