ქართველმა ჰოკეისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად წააგეს

თურქეთის, ბულგარეთის და ჰონგ-კონგის გუნდებთან მოგების შემდეგ ქართველი ჰოკეისტები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჰოკეისტებთან დამარცხდნენ
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკა) მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე დივიზიონში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაკრებთან ანგარიშით 2:4 წააგო, ნათქვამია IIHF–ის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მეტოქის კარში ორივე შაიბა შეაგდო ოლივერ ობოლგოგიანმა, რომელსაც ასისტირებას ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი უწევდა.

როლანდ სვანიძის შეგირდებისათვის ეს დამარცხება ტურნირზე პირველი გახდა. მანამდე ქართველმა ჰოკეისტებმა დამაჯერებლად მოუგეს თურქეთს (6:2), ბულგარეთს (5:3) და ჰონგ-კონგს (11:1).

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები 9 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. ქულათა იგივე რაოდენობა დააგროვეს თურქეთმა და ბულგარეთმა, მაგრამ შეჯიბრებების რეგლამენტის მიხედვით, პირველ რიგში გაითვალისწინება პირადი შეხვედრების მაჩვენებლები.

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა ჰონგ–კონგის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე მოუგო >>

დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 22 აპრილს 13:00 საათზე ტაივანის წინააღმდეგ გამართავს. მოგების შემთხვევაში ქართველი ჰოკეისტები ტურნირის გამარჯვებულები გახდებიან და მომდევნო სეზონს უკვე მეორე დივიზიონში