ისტორიული პერფორმანსი ძველი თბილისის სტილში

Sputnik

თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონის გახსნაზე ორგანიზატორებმა ძველი თბილისის სტილი და ატმოსფერო შექმნეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ ჩატარდა ღონისძიება

თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი ქართველი მსახიობი მედეა ჯაფარიძისადმი მიძღვნილი პერფორმანსით გაიხსნა. ცერემონია ამჯერად პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის ბაღის ტერიტორიაზე გაიმართა. ორგანიზატორებმა ცნობილი ქართული კომედია "ქეთო და კოტეს" გარემო შექმნეს, რომელიც 1948 წელს  პიესა "ხანუმას" მოტივებზეა გადაღებული.

ცერემონიის სტუმრებს ეგებებოდნენ "ქეთო და კოტეში" ჯაფარიძის გმირივით ჩაცმული გოგონები, ბაღში კინტოები სეირნობდნენ, ისმოდა მუსიკა, მთელი ტერიტორია ლამაზი დეკორაციებითა და ყვავილებით იყო მორთული. მოდის დღესასწაულის სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ სხვადასხვა ნუგბარით.

თბილისის მოდის კვირეულის გახსნის ცერემონიის ცნობილი ქართველი ქალებისათვის მიძღვნა უკვე ტრადიციად იქცა. ქორეოგრაფი ნინო რამიშვილის, მსახიობი სოფიკო ჭიაურელის და მხატვარი ელენე ახვლედიანის შემდეგ გახსნის ცერემონია ორგანიზატორებმა ლეგენდარულ ქართველ მსახიობ მედეა ჯაფარიძეს მიუძღვნეს.

1 / 22
უჩვეულო ღონისძიება გაიმართა პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის ბაღის ტერიტორიაზე
2 / 22
ისტორიული პერფორმანსი მიეძღვნა ქართველ მსახიობ მედეა ჯაფარიძეს და ცნობილ ქართულ ფილმს "ქეთო და კოტე"
3 / 22
ამ პერფორმანსით გაიხსნა თბილისის მოდის კვირეულის 17-ე სეზონი
4 / 22
ცერემონიის სტუმრებს ეგებებოდნენ "ქეთო და კოტეში" ჯაფარიძის გმირივით ჩაცმული გოგონები
5 / 22
პერფორმანსის ორგანიზატორებმა იმ დროინდელი გარემო შექმნეს
6 / 22
ცნობილი კომედია გადაღებულია 1948 წელს პიესა "ხანუმას" მოტივებზე
7 / 22
უჩვეულო შოუს სანახავად ცერემონიაზე ბევრი სტუმარი მივიდა
8 / 22
სტუმრებს ღიმილით ეგებებოდა თაკო ჩხეიძე - თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი დამფუძნებელი
9 / 22
დღესასწაული შედგა - სტუმრები გახსნის ცერემონიაზე ნანახმა მოხიბლა
10 / 22
ბაღის ბილიკებზე სეირნობდნენ XIX საუკუნის საქართველოს ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცები
11 / 22
ბაღის ტერიტორიაზე იდგნენ მოდელები, რომლებსაც "ქეთო და კოტეს" გმირების მსგავსად ეცვათ
12 / 22
მოდის დღესასწაულის სტუმრებს სხვადასხვა ნუგბარით გაუმასპინძლდნენ
13 / 22
ბაღის ტერიტორიაზე განთავსებული იყო სხვადასხვა დეკორაციები და მედეა ჯაფარიძის გმირის ფოტოები ფილმიდან "ქეთო და კოტე"
14 / 22
ღონისძიებას სტუმრობდა არაერთი უცხოელი ბლოგერი და ცნობილი ფოტოგრაფი
15 / 22
ბაღის ტერიტორია გახსნის ცერემონიის დღეს დიდი სცენად იქცა
16 / 22
თბილისის მოდის კვირეულის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ დიზაინერებიც, რომლებიც მომდევნო დღეებში საკუთარ კოლექციებს წარადგენენ
17 / 22
უცხოელი დიზაინერებისათვის ასევე საინტერესო იყო მოდელები, რომლებიც მათმა ქართველმა კოლეგებმა შექმნეს
18 / 22
თბილისის მოდის კვირეულის გახსნის ცერემონიის ცნობილი ქართველი ქალებისათვის მიძღვნა უკვე ტრადიციად იქცა
19 / 22
წინა ცერემონიები მიეძღვნათ ქორეოგრაფ ნინო რამიშვილს, მსახიობ სოფიკო ჭიაურელს და მხატვარი ელენე ახვლედიანს
20 / 22
ცერემონია პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის ბაღის ტერიტორიაზე გაიმართა. ორგანიზატორებმა ცნობილი ქართული კომედია "ქეთო და კოტეს" გარემო შექმნეს, რომელიც 1948 წელს პიესა "ხანუმას" მოტივებზეა გადაღებული
21 / 22
ცერემონიაზე ყურადღებას იპყრობდნენ არა მხოლოდ მოდელები, არამედ მისი სტუმრებიც
22 / 22
ასი წლის წინანდელი და თანამედროვე სამოსის საოცარი შეხამება - სწორედ ეს მოახერხეს თბილისის მოდის კვირეულის გახსნის ცერემონიის ორგანიზატპორებმა