„ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უხუცესი გაზეთის „სამტრედიის მაცნეს“ დირექტორად დავინიშნე და ყოველთვის ვცდილობ, რომ მისი რეიტინგი შევინარჩუნო“- განუცხადა „sputnik- საქართველოს“ ბეჟან გოგიამ.
ბეჟან გოგია — გაზეთ „სამტრედიის მაცნეს“ დირექტორი. იყო ტელევიზიის დირექტორი და ანსამბლ „ლადის“ ხელმძღვანელი. არის მხატვარ-კარიკატურისტი და მისი ნახატები ნოდარ დუმბაძის და ზაურ ბოლქვაძის რედაქტორობის დროს ჟურნალ „ნიანგში“ იბეჭდებოდა.