თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ორშაბათს, 23 აპრილს სინოპტიკოსები უპირატესად მზიან ამინდს ვარაუდობენ.
მზე 06:09 საათზე ამოვა, 19:49 საათზე კი ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით — 10 გრადუსი სითბო. დღისით კი ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი 17-22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.