ვახტანგ გომელაური საბერძნეთის ელჩს და პოლიციის ატაშეს შეხვდა

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს
Sputnik

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი, ვახტანგ გომელაური საქართველოში საბერძნეთის ელჩს, დიმიტრიოს კარაბალისს და საბერძნეთის პოლიციის ატაშეს, კონსტანტინოს ლენოსს შეხვდა, იტყობინება სუს-ის ვებგვერდი.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს  შორის არსებულ პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს. მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე, საქართველოსა და საბერძნეთის წინაშე არსებული გამოწვევები და ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთში ოთხი „ქართველი ქურდი“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი დააკავეს

ვახტანგ გომელაურმა და დიმიტრიოს კარაბალისმა  სამომავლო  თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

შსს–ში აცხადებენ, რომ ინტენსიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცველ ორგანოებთან. დანაშაულთან ბრძოლა აქტიურ ფაზაშია.

საქართველო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით პოლიციის ატაშეს ინსტიტუტის გაძლიერებას გეგმავს.