თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას თავისი ვაჟის, თომას გაქრისტიანების შესახებ ამცნო.
თომა 16 იანვარს დაიბადა. ის გიორგი მარგველაშვილის მეორე შვილია მაკა ჩიჩუასთან.
„თომა გაქრისტიანდა“, – დაწერა პრეზიდენტმა ნათლობის ცერემონიის ფოტოებზე.
პრეზიდენტმა და მაკა ჩიჩუამ თავიანთი ურთიერთობები ოფიციალურად 2014 წლის სექტემბერში გააფორმეს. 2015 წლის 2 თებერვალს გაჩნდა პატარა თემო.
მარგველაშვილს ასევე ჰყავს სრულწლოვანი ქალიშვილი ანა, ხოლო პირველ ლედის – მაშო.