როგორ გამოიყურება რესტორანი "მაჭახელა" ხანძრის შემდეგ

Sputnik

ცნობილ რესტორან "მაჭახელაში" ხუთშაბათს ხანძარი გაჩნდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები შემთხვევის ადგილიდან

1 / 14
ხანძარი გაჩნდა პოპულარულ თბილისურ რესტორან "მაჭახელაში", რომელიც ძველი თბილისის ტურისტებისთვის პოპულარულ უბანში მდებარეობს
2 / 14
ხანძრის შემდეგ რესტორნის გარშემო ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა
3 / 14
ხანძარი შენობის სახურავზე გაჩნდა
4 / 14
მიუხედავად დიდი ხანძრისა, შენობის ფასადს ცეცხლის კვალი ეტყობა
5 / 14
შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი დანაყოფები გაემართნენ
6 / 14
მეხანძრე-მაშველებმა და პოლიციამ შენობიდან ხალხის ევაკუაცია უზრუნველყვეს, ასევე წესრიგს იცავდნენ ქალაქის ცენტრში, სადაც ყოველთვის ბევრი ხალხია, მათ შორის უცხოელები
7 / 14
ხანძრის შედემგად არავინ დაშავებულა
8 / 14
ამ დროისათვის ხანძრის გაჩენის ფაქტზე მიმდინარეობს გამოიება, რაც აალების მიზეზს დაადგენს
9 / 14
ხანძრის ლიკვიდაციისათვის გამოიყენებოდა 20 ერთეული სახანძრო ტექნიკა, მათ შორის 14 ავტოცისტერნა, ორი ავტოკიბე და ორი სამაშველო ავტომობილი
10 / 14
მიუხედავად იმისა, რომ აქ ათობით მეხანძრე-მაშველი მუშაობდა, რესტორნის გარშემო ტერიტორიაზე არ შეიმჩნევა არავითარი დაზიანება
11 / 14
ხანძრის ლიკვიდაციაში 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა
12 / 14
რესტორანი "მაჭახელა" ბოლო წლების განმავლობაში ტურისტებს შორის ძალიან პოპულარული გახდა, მის შესახებ წერენ ბლოგებში და ყველას ურჩევენ აქ სტუმრობას, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება ძველ თბილისზე
13 / 14
მეპატრონეები აცხადებენ, რომ დაზიანებას მოკლე დროში აღადგენენ, რესტორანი მუშაობას მალე განაგრძობს
14 / 14
ხანძრის ლიკვიდაციისათვის ოპერატიულად წარგზავნეს შესაბამისი სამსახურები, რამაც შედეგი გამოიღო. ხანძრის ლიკვიდაცია სწრაფად მოხერხდა, მიმდებარე ტერიტორიაზე შენობები არ დაზიანებულა