გლამურული თბილისი – Tbilisi Fashion week–ი გახსნილია

რიგით მე–17 თბილისის მოდის კვირეული ოფიციალურად გაიხსნა
Sputnik

თბილისის მოდის კვირეული ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის დღე, უკვე ტრადიციულად, რომელიმე ლეგენდარულ ქართველ ქალს ეძღვნება. ამჯერად ის მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა.

Тбилисская Неделя моды - 17-й сезон

სწორედ ამიტომ თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებმა სტუმრები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელობის ბაღში გადაწყვიტეს. სწორედ იქ მიმდინარეობდა 1948 წელს ლეგენდარული ფილმ „ქეთო და კოტეს“ გადაღებები, რომელშიც მედეა ჯაფარიძე მონაწილეობდა.

მოდის კვირეულზე მისულ სტუმრებს ჯაფარიძის გმირის, ქეთოს კაბების მსგავს კაბებში გამოწყობილი გოგონები ესალმებოდნენ.

Тбилисская Неделя моды - 17-й сезон

ღონისძიების ორგანიზატორებმა ფილმის კადრები გააცოცხლეს: ბაღში სეირნობდნენ კინტოები, უკრავდა მუსიკა, ბაღი მორთული იყო ლამაზი დეკორაციებით, ყვავილებით, სტუმრებს კი სხვადასხვა ნუგბარით უმასპინძლდებოდნენ.

Тако Чхеидзе - Тбилисская Неделя моды - 17-й сезон

„ეს უკვე თავისებური ტრადიციაა, რომ თბილისის მოდის კვირეულის გახსნა ეძღვნება ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს. ამერად ის მედეა ჯაფარიძეს ეძღვნება… ჩვენთან პრესის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ჩამოვიდა და ახლა ეს დღეები ქართული კულტურისთვის ძალზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მოდის კვირეულის დამაარსებელმა თაკო ჩხეიძემ.

კვირეულის მორიგი სეზონის გახსნა სტუმრებს მიულოცა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ეს ღონიძიება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ქართველ დიზაინერებს თავიანთი შემოქმედების წარდგენისა და უცხოელ პარტნიორებთან პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს.

„გადამეტების გარეშე, თბილისის მოდის კვირეული ცალსახად გახდა მძლავრი ბრენდი და უკვე დაიმსახურა შესაბამისი საერთაშორისო ავტორიტეტი“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

Тбилисская Неделя моды - 17-й сезон

მოდის კვირეულის გახსნას ესწრებოდნენ დიზაინერები, მოდის სახლების წარმომადგენლები, ბაიერები რუსეთიდან, იტალიიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ოთხი დღის განმავლობაში დედაქალაქში დაახლოებით ოცი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები. მათ შორის არიან: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, MakMari.

Тбилисская Неделя моды - 17-й сезон

ლონდონისა და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ თბილისელების წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი "1377".

თბილისის მოდის კვირეული ქართველი დიზაინერის ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დასრულდება.