გიორგი გეგია: ყველაზე ხშირი პათოლოგია საქართველოში, ეს არის დისკოგენური რადიკულიტი

ექიმი ნეიროქირურგი გიორგი გეგია ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „ექიმის საათი“, საუბრობს, რომელი დაავადების დროს უწევთ ნეიროქირურგებს ყველაზე ხშირად ჩარევა.
Sputnik

„ყველაზე ხშირი პათოლოგია საქართველოში, ეს არის დისკოგენური რადიკულიტი, სწორედ ამის გამო მოგვმართავენ პაციენტები. ასეთი პაციენტები პირველ რიგში მიმართავს თერაპევტს ან ნევროლოგს, რის შემდეგაც ხდება მათი გადამისამართება“ — აღნიშნავს გიორგი გეგია.

ნეიროქირურგის განმარტებით, სწორად დასმული დიაგნოზი, ეს არის სწორი მკურნალობის საწინდარი.