ჯინ ჯინგი - მადლიერი პინგვინი, რომელიც ადამიანურობის მაგალითს იძლევა

ბრაზილიელმა ჟუან პერეირამ 2011 წელს პატარა პინგვინი სიკვდილს გადაარჩინა და ახლა ის ყოველ წელს ათასობით კილომეტრს გადის, რომ მხსნელს მიაკითხოს
Sputnik

ბრაზილიელმა ჟუან პერეირამ 2011 წელს პატარა პინგვინი სიკვდილს გადაარჩინა და ახლა ის ყოველ წელს ათასობით კილომეტრს გადის, რომ მხსნელს მიაკითხოს.

ჟუანმა მომაკვდავი პინგვინი ზღვის პირას იპოვა, იწვა და ვერ ინძრეოდა, რადგან პაწაწა არსება მთლიანად ნავთობში იყო ამოვლებული. კაცმა ის შინ წაიყვანა, დაბანა, გაასუფთავა, მოუარა. მერე ყოველდღე თევზით კვებავდა. სახელიც კი მოუფიქრა: ჯინ ჯინგი.

პინგვინმა ერთი წელი გაატარა ჟუანთან, მერე კი ზღვას მიაშურა და მშობლიურ სანახებს დაუბრუნდა. მაგრამ გავიდა რამდენიმე თვე და ჯინ ჯინგი ისევ გამოჩნდა…

და ასე გრძელდება უკვე რამდენიმე წელია. პინგვინი ყოველ წელს ათასობით კილომეტრს გადის, რომ რამდენიმე თვე თავის მხსნელ ჟუანთან გაატაროს, მუხლებზე ჩამოუსკუპდეს და მისი ხელით მირთმეული თევზით ჩაიტკბარუნოს პირი. მერე კი ისევ პატაგონიისკენ გაუყვეს ტალღებს…

ასეთი მადლიერება ადამიანებს შორისაც კი ძნელი წარმოსადგენია.