„კაბუ“: საფრანგეთში სამკურნალოდ წამოვედი

მომღერალი და მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე „კაბუ“ საუბრობს, რა მიზეზით წავიდა საფრანგეთში საცხოვრებლად.
Sputnik

„უკვე უკიდურესობამდე ვიყავი მისული. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ყველამ იცის ჩემი პრობლემის შესახებ. საფრანგეთში  სამკურნალოდ წამოვედი. ვიცოდი, როგორ დამხვდებოდნენ და მომივლიდნენ. ორი კვირა ვიწექი, ამის მერე წამლებით მკურნალობდნენ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ჩემი პრობლემა მოგვარდა“, — განაცხადა აბუაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კახა აბუაშვილი, 18 აპრილს საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად,  ოთხ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრთან ერთად დააკავეს.