გია ხოხაშვილი: ძალიან მინდა, რომ უსურიისკში ქართული „ცისკარა“ დავდგა

გია ხოხაშვილი საუბრობს მის მიერ შორეულ უსურიისკში დაარსებული თოჯინების თეატრის გასტროლებსა და სამომავლო გეგმებზე. სურს, რომ ქართული ზღაპრების მიხედვით დადგას სპექტაკლი.
Sputnik

„სპექტაკლების გარდა ასევე ვმუშაობთ საესტრადო პროგრამაზეც, რომლისთვისაც ბუბა კიკაბიძის თოჯინის გაკეთებას ვაპირებთ. ალბათ ამ მეგობრულ შარჟს არ გვიწყენს ბატონი ბუბა, რომლის თოჯინაც ამ პროგრამაში „მიმინოს“ იმღერებს“-განუცხადა „Sputnik-საქართველოს“გია ხოხაშვილმა.
გია ხოხაშვილი —უსურიისკში მცხოვრები თბილისელი რეჟისორი და მსახიობი. ამჟამად ადგილობრივი, კერძო თოჯინების თეატრის მფლობელი. მისი დასი აქტიური თეატრალურ-საგასტროლო მოღვაწეობით გამოირჩევა.