თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი Tbilisi Jazz Festival–ი 28-30 აპრილის პერიოდში გაიმართება ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების, კომპანია Eastern Promotions-ის განცხადებაში.
ფესტივალს ცნობილი ამერიკული ჯაზ–ტრიო The Bad Plus–ი კონცერტს Tbilisi Event Hall–ში 28 აპრილს გამართავს. 29 აპრილს კი კლუბ Republic–ში მსმენელის წინაშე წარდგებიან ამერიკული ჯგუფი Naturally 7, DJ Derrick McKenzie (Jamiroquai) და Steve Taylor (iCulture).
თბილისის 21-ე ჯაზ–ფესტივალი ამერიკული ჯგუფ Miles Electric Band–ის კონცერტით დაიხურება.
წელს თბილისის ჯაზ–ფესტივალი ნაცვლად შემოდგომისა, გაზაფხულზე ტარდება.
ფესტივალის გადატანის შესახებ გადაწყვეტილება დაკავშირებულია იმასთან, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ფესტივალის ჯაზის საერთაშორისო დღესთან დამთხვევა, რომელსაც მთლ მსოფლიოში 30 აპრილს აღნიშნავენ.
თბილისში პირველი ჯაზ-ფესტივალი 1978 წელს გაიმართა. ტრადიცია 1998 წელს კომპანია Eastern Promotions-მა აღადგინა, რომელიც ჯაზის მოყვარულმა ოთხმა ენთუზიასტმა მეგობარმა დააფუძნა.