საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანიშვილის ქალიშვილთან რომანი უარყო

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის სიძეობა უწინასწარმეტყველა
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik.  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უარყო გავრცელებული ხმები ქვეყნის ექს–პრემიერ  ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილთან – გვანცასთან რომანის შესახებ.

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა ბანკებთან დაკავშირებით  ბახტაძის გაკრიტიკებისას, რომლებიც სააკაშვილის სიტყვებით მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო ქვეყნის განვითარებას აფერხებენ, საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ქვეყნის მთავარი ფინანსისტი  მომავალ პრემიერად და ივანიშვილის სიძედ დაასახელა. 

 

 

  „გასაგებია, რომ ეს ადამიანი (სააკაშვილი – რედ.) იაფფასიან სიცრუეს ტირაჟირებს, მაგრამ ჩანს რომ იგი ამას ისეთი ინტენსივობით აკეთებს, რომ თავადაც იჯერებს ამ აიფფასიან ჭორებს. ცნობისთვის მინდა ვთქვა, რომ მე ივანიშვილის არცერთ შვილს არ ვიცნობ საერთოდ“, – განაცხადა ბახტაძემ „ფეისბუქზე“. 

თბილისის მერი და ბერა ივანიშვილი ურგანტის დაბადების დღეზე გაერთნენ

მინისტრი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლებამ გაახმოვანა ინიციატივები, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის სასტარტო კაპიტალით დაფინანსებას ეხება, გარკვეული ჯგუფები შეეცადნენ გარკვეულ დონეზე ეს დისკუსიები მსგავსი იაფფასიანი ჭორებით გადაეფარათ.

 „ვფიქრობ, ყველა კარგად ხედავს და კარგად აანალიზებს ამ ჭორების წარმომავლობას“, – აღნიშნა ბახტაძემ.

გვანცა ივანიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ქალიშვილია, რომელიც მოსკოვში 1997 წლის 6 ივნისს დაიბადა. მიუხედავად მამამისის მდგომარეობისა, გვანცა საკმაოდ მოკრძალებულ ცხოვრების წესს ეწევა და თუ რას აკეთებს იგი, საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობია. 

რაც შეეხება ბახტაძეს, იგი თბილისში 1982 წლის 9 ივნისს დაიბადა. ბახტაძეს მეუღლე არ ჰყავს, არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.