თბილისის მერი და ბერა ივანიშვილი ურგანტის დაბადების დღეზე გაერთნენ

ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ივან ურგანტმა, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავს, საკუთარი დაბადების დღე თბილისში აღნიშნა
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik.  ქართველმა  რეპერმა,  ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა  Instagram–ზე თბილისის მერ კახა კალაძესთან და რუს ტელეწამყვან ივან ურგანტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოქვეყნა.

"Funtime" — მიაწერა საკუთარ ფოტოს ბერამ.

Каха Каладзе, Иван Ургант и Бера

რუსმა შოუმენმა ივან ურგანტმა 40 წლის იუბილე თბილისში აღნიშნა.  სხვადასხვა სოციალურ ქსელში მრავლად გაჩნდა ურგანტის ქართული შოუ–ბიზნესის  წარმომადგენლებთან ერთად გადაღებული ფოტოები. 

ივან ურგანტმა დაბადების დღე თბილისში აღნიშნა

ივან ურგანტის დაბადების დღის საქართველოში აღნიშვნა წინასწარ დაგეგმილი თუ უბრალო დამთხვევა იყო, უცნობია. თუმცა, 16 აპრილი მომღერალმა ერთ–ერთ კლუბში ღვინის სმასა და სიმღერაში გაატარა.

ივან ურგანტს ცოლად ქართველი ნატალია კიკნაძე ჰყავს, რომელიც სკოლის მერხიდან უყვარდა.  მტკივნეული დაშორებების შემდეგ, წყვილი მოულოდნელად სანქტ–პეტერბურგში შეხვდა ერთმანეთს და შეუღლებაც გადაწყვიტეს. 2018 წელში მათ ქალიშვილი ნინა შეეძინათ. 2015 წელს კი ივანსა და ნატალიას მეორე გოგონა, ვალერია გაუჩნდათ. ამასთან, ივანი ზრდის ვაჟს ნატალიას პირველი ქორწინებიდან  – ერიკს.