თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. გორში „მაგთის“ ოფისი გაქურდეს, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, დღეს დილით მოხდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ოფისიდან ორი მობილური ტელეფონია წაღებული.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
როგორც „Sputnik საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 177-ე მუხლით, რომელიც ქურდობას გულისხმობს.