ჯოხაძე: ყველაფერი დაიწყო უწყინარი შეხვედრით, მას მერე ათასობით ლარი შევაცურე აპარატში

მომღერალი ანრი ჯოხაძე საუბრობს, რა მავნე ჩვევას ებრძვის ცხოვრებაში.
Sputnik

„მინდა ვაღიარო, რომ ვიყავი აზრატულ თამაშებზე დამოკიდებული. ეს ყველაფერი დაიწყო ერთი უწყინარი შეხვედრით, როდესაც მეგობარს მივაკითხე კაზინოში. მან კი შემომთავაზა რაღაც აპარატზე თამაში. მას მერე ათასობით ლარი შევაცურე ამ რკინის აპარატში“, ამბობს ჯოხაძე.
მომღერლის განცხადებით, ერთ დღეს, როცა მთელი ფული კაზინოში წააგო და დარჩა უფულოდ, მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ამბობს,  რომ ის დღემდე ებრძვის ამ მავნე ჩვევას.