მარიამ ხიდეშელი: ანიმატორი არის ადამიანი, რომელიც აბედნიერებს ბავშვებს

ბავშვთა გასართობი ცენტრის „სითი შოუსა და ლოსთ სითის“ წამყვანი ანიმატორი მარიამ ხიდეშელი საუბრობს ანიმატორის საქმიანობაზე.
Sputnik

„ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგს კომუნიკაცია უჭირს, ამიტომ ამ დროს ზუსტად ის ადამიანი უნდა იყო ვინც ძალიან შეუყვარდება და მოახერხებს მისი გულის მოგებას“ — აღნიშნა ანიმატორმა.
მარიამ ხიდეშელის განმარტებით, საქართველოში ანიმატორი მოთხოვნადი საქმიანობაა, თუმცა დაინტერესება მცირეა.