საფრანგეთში ცნობილი ქართველი რეპერი კაბუ დააკავეს

Sputnik

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik.  ცნობილი ქართველი რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ საფრანგეთის ქალაქ რენში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს კრიმინალური მოღვაწეობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შსს–ს ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კრიმინალური სამყაროს წევრების დაკავების სპეცოპერაცია საგრანგეთსა და საბერძნეთში 16–17 აპრილს ჩატარდა.

დაკავებულთა შორის ოთხი ქართველი „კანონიერი ქურდი“ და ასევე ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია.