ხარაგაულში ავტომობილი ხრამში გადავარდა - დაიღუპა ორი მეთერთმეტეკლასელი ახალგაზრდა

ცხედრების პოვნა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გახდა შესაძლებელი
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ხარაგაულში ავტომობილი ხრამში გადავარდა, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეარხი Imedi.

უბედური შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

კახეთში ავტომობილი ხრამში გადავარდა - 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა

როგორც „Sputnik საქართველოს“  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომობილში მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში  ორი მეთერთმეტეკლასელი ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომლებიც  მეგობრის დაბადების დღის წვეულებიდან  მოდიოდნენ. ერთ–ერთმა ახალგაზრდამ საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, რის შედეგადაც ავტომობილი ხრამში  გადავარდა.

ცხედრების პოვნა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 —ე მუხლის მეშვიდე ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“) დაიწყო.