ლევან დობორჯგინიძე: ბაზიერობა საქართველოს ისტორიის ნაწილია

საქართველოს ბაზიერთა კლუბის წევრი ლევან დობორჯგინიძე „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს საქართველოში ბაზიერობის განვითარებასა და კულტურაზე.
Sputnik

„ბაზიერთა უხუცესს მეფესთან შესლა კარზე დაკაკუნების გარეშე შეეძლო, იმდენად მნიშვნელოვანი პროფესია იყო ოდითგანვე“, — აღნიშნა დობორჯგინიძემ.

ლევან დობორჯგინიძის განმარტებით, მეფეს ყოველთვის ჰყავდა ბაზიერთა უხუცესი, ბაზიერთა გუნდის ხელმძღვანელი, რომელსაც ევალებოდა ნადირობის ორგანიზება და ფრინველის დაგეშვა.