ამერიკელმა ექსპერტებმა ვაშინგტონში, თეთრი სახლის ახლოს 5 კგ გამდიდრებული ურანის შემცველი ატომური ბომბის აფეთქების მოდელირებული ვიდეო დაამზადეს.
ვიდეო სამეცნიერო ჟურნალ Science Magazine-ს „იუთუბ-არხზე“ აიტვირთა.
მოდელირებული სცენარის მიხედვით, რომელიც №1 ეროვნული რეაგირების პროგრამის ფარგლებშია დადგმული, ატომური იარაღი ტერორისტებს უვარდებათ ხელში და რამდენიმე კვირის შემდეგ აფეთქებენ.
ვიდეორგოლში წარმოდგენილია რადიაციის გავრცელების ზონა ქალაქში და მისი მოქმედების ხარისხი ადამიანებზე.