ტოტალური კარნახი თბილისში

Sputnik

საქართველოს დედაქალაქში მეხუთედ გაიმართა საგანმანათლებლო აქცია "ტოტალური კარნახი". იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია

1 / 14
თბილისში უკვე მეხუთედ გაიმართა საგანმანათლებლო აქცია "ტოტალური კარნახი"
2 / 14
საგანმანათლებლო აქციაში მონაწილეობის მისაღებად 50-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა
3 / 14
"ტოტალური კარნახი" - ყოველწლიური საგანმანათლებლო აქციაა, რომელიც ნებისმიერი მსურველისათვის კარნახის ფორმით იმართება
4 / 14
"ტოტალური კარნახის" მიზანია საშუალება მისცეს ნებისმიერ ადამიანს რუსულის ცოდნაში გამოსცადოს საკუთარი თავი
5 / 14
საკარნახოდ უნიკალურ ტექსტებს ცნობილი მწერლები წერენ. 2018 წელს მთელ მსოფლიოში "ტოტალურ კარნახზე" წაიკითხეს ამონარიდი გუზელ იახინას რომანიდან "Зулейха открывает глаза", რომელმაც 2015 წელს მიიღო ჯილდო "დიდი წიგნი"
6 / 14
აქციის ძირითადი პრინციპებია - უფასო, ნებაყოფლობითი და ანონიმური მონაწილეობა (სურვილის შემთხვევაში), შეცდომების შესწორებისადმი და შეფასებისადმი პროფესიონალური მიდგომა
7 / 14
"ტოტალური კარნახის" ერთ-ერთი ორგანიზატორია "რუსკი კლუბი". ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო
8 / 14
თბილისში აქციაზე ტექსტს კითხულობდა "რუსკი კლუბის" წარმომადგენელი, ფილოლოგი ელენა გალაშევსკაია
9 / 14
აქციაში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
10 / 14
კარნახის გარდა, ასევე ჩატარდა ტესტი "TruD", რომელმაც აქციაში მონაწილეობის საშუალება მისცა მათ, ვინც ჯერ კიდევ სწავლობს რუსულ ენას
11 / 14
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს თბილისი "TruD" ტესტში მონაწილეთა რაოდენობით ლიდერობდა
12 / 14
პირველად "ტოტალური კარნახი" 2004 წელს გაიმართა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე. 2008 წლამდე ტექსტებს ნოვოსიბირსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები კითხულობდნენ
13 / 14
15 წლის განმავლობაში აქცია მსოფლიო მასშტაბის გახდა: მისი ორგანიზატორია ნოვოსიბირსკის ფონდი "ტოტალური კარნახი"
14 / 14
2017 წელს ღონისძიება 71 ქვეყანაში გაიმართა, რამაც 866 ქალაქიდან 200 ათასი ადამიანი გააერთიანა