აქცია ერევანში: იერიში რადიოზე და ბლოკირებული მოძრაობა

ფრაქცია „ელკის“ დეპუტატის, ნიკოლ პაშინიანის მიერ ორგანიზებული მსვლელობის ასამდე მონაწილე შევარდა სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში, შეამტვრიეს კარი და ღია ეთერს მოითხოვდნენ
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ერევნის ცენტრში სერჟ სარგსიანის მმართველობის გახანგრძლივების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მეორე დღეა გრძელდება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

სომხეთის ოპოზიციამ ფრაქცია „ელკის“ დეპუტატის, ნიკოლ პაშინიანის მეთაურობით ღამე ერევნის ცენტრში საფრანგეთის მოედანზე გაათენა. ოპოზიციონერებმა სადღეღამისო მიტინგები ერევანში 13-დან 17 აპრილამდე დააანონსეს.

შაბათ საღამოს მომიტინგეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შევარდნენ. პაშინიანმა და მისმა მომხრეებმა პირდაპირი ეთერი მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ — შენობას ელექტროენერგია გაუთიშეს. გარკვეული დროის შემდეგ პაშინიანმა ოპოზიციასთან ერთად შენობა შეუფერხებლად დატოვა — რაიმე ინციდენტი არ მომხდარა.

კვირიკაშვილი: საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს

სომხეთს პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა რელიზი, რომელშიც აღნიშნა, რომ პაშინიანის ქმედება სამართალდარღვევის აშკარა ნიშნებს შეიცავს, რამაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიწვიოს.

ოპოზიციონერებმა საღამოდან გაშალეს კარვები, დადგეს ღუმელი, მოედნისკენ გადაიტანეს სკამები და დინამიკები. აქტივისტთა ნაწილი მორიგეობდა სკამებზე, სხვები — კარვებში. დილიდან მამაკაცებმა პაშინიანის მეთაურობით შეაგროვეს ნაგავი, გოგონებმა კი მანამდე საუზმე მოამზადეს — ყველიანი ბუტერბროდები.

ამჟამად მოედანზე სიტუაცია არ შეცვლილა. ორგანიზატორთა თქმით, მიტინგი სამ საათში დაიწყება.