თბილისში უკრაინელი მხატვრის და ფოტოგრაფის გამოფენა მიმდინარეობს

გამოფენა უკრაინა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ასი წლის იუბილეს ეძღვნება.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენა „უკრაინა და საქართველო, ფასეულობები ტრადიციებში“, ნათქვამია მუზეუმის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენა 12 აპრილს გაიხსნა და 22 აპრილამდე გასტანს. გამოფენა მიმდინარეობს იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა). მის.: სიონის ქ. 8.

გამოფენაზე წარმოდგენილია უკრაინელი მხატვრის ოდარკა დემა-პისნას მიერ საქართველოს თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, ასევე, ფოტოხელოვან ეკატერინა კიპერის ნამუშევრები, რომელიც ფოტოგრაფის საქართველოში ერთთვიან მოგზაურობას ასახავს.

ლადო გუდიაშვილის ათწლიანი იძულებითი დუმილი, 835 ნახატი და ძალით გახსნილი გამოფენა

გამოფენა უკრაინა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ასი წლის იუბილეს ეძღვნება.

უკრაინელი მხატვარი ოდარკა დიომა-პისნა დაიბადა 1990 წელს ქალაქ უმანში. დაამთავრა უმანის გიმნაზია, შემდგომ კი ტარას შევჩენკოს სახელობის ფილოლოგიის ინსტიტუტი. არის მსოფლიოში ცნობილი Musa International Art Space-ის მონაწილე, არაერთხელ დაიბეჭდა კატალოგებში We Contemporary და Woman Essence.

უკრაინელი ფოტოგრაფი ეკატერინა კიპერი დაიბადა 1985 წელს ქალაქ ოდესაში. ფლორიდაში დაამთავრა The Art Institute of Fort Lauderdale-ის ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი. არის ჟურნალისტთა კავშირის წევრი. დაკავებულია Travel-ფოტოგრაფიით.