საქართველოდან ექსპორტი თითქმის მესამედით გაიზარდა

საქონლის ექსპორტის ზრდა, რომელიც როგორც შიდა, ისე გარე დადებითი ტენდენციებით არის განპირობებული, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველო წარმატებულ ვაჭრობას აგრძელებს — 2017 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 2018 წლის პირველ კვარტალში პროდუქციის ექსპორტი 28,4%-ით გაიზარდა და 740,3 მილიონ დოლარს გაუტოლდა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

2018 წლიდან საქართველოში იმპორტიც გაიზარდა — წინასწარი მონაცემებით, მისი მოცულობა დაახლოებით 2,1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 21,6%-ით მეტია.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2018 წლის იანვარ-მარტში 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 23,4%-ით გაიზარდა და 2,8 მილიარდ დოლარს გაუტოლდა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე).

ჩინეთი საქართველოს ტრანსპორტის სფეროს განვითარებაში დაეხმარება

საქართველოს უარყოფითმა საგარეო ბალანსმა 2018 წლის პირველ კვარტალში 1,3 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47,6%-ს წარმოადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, საქონლის ექსპორტის ზრდა როგორც შიდა, ისე გარე დადებითი ტენდენციებით არის განპირობებული.

წელს ქართულმა ღვინომ უფრო მეტი უცხოელი მომხმარებლის გული დაიპყრო >>

ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე დადებითად აისახება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მიმდინარე და წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

Потийский порт