ოზურგეთში „ლიბერთი ბანკის“ ექსპრესცენტრს ნიღბიანები თავს დაესხნენ

თვითმხილველების განცხადებით, ნიღბიანები ადგილიდან ერთ-ერთი პენსიონერის მანქანით მიიმალნენ
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში „ლიბერთი ბანკის“ PAY-ექსპრესცენტრსს თავს ნიღბიანები დაესხნენ, იუწყება გურიიდან „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი.

თვითმხილველები კორესპონდენტთან აცხადებენ, რომ ბორომოქმედებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს თანხა გამოსძალეს, შემდეგ კი ერთ-ერთი პესნიონიერის მანქანით მიიმალნენ. თვითმხილველთა განცხადებით, აღნიშნულმა ფაქტმა პენსიების დარიგების პროცესი შეაფერხა, რომელიც „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში დღეს დაიწყო.

გურჯაანში 54 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის წაღება მოახერხეს თავდამსხმელებმა.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
როგორც „Sputnik-საქრთველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მოხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე („ყაჩაღობა“) და 236-ე („ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ან ტარება“) მუხლებით მიმდინრეობს.