ეგვიპტე All inclusive-ს მიღმა, ანუ მოინიშნეთ აუცილებლად სანახავი ადგილები

Sputnik

უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა — ეგვიპტე; ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ეწვიო, რათა კაცობრიობისთვის ნაბოძებ კულტურულ და ხუროთმოძღვრულ ძეგლებს გაეცნო, თვალი შეავლო გრანდიოზულ პირამიდებსა თუ ხეოფსის ქანდაკებას, ტაძრებსა და ობელისკებს.

იხილეთ ფოტო-ლენტა და მოინიშნეთ აუცილებლად სანახავი ადგილები.

1 / 9
ხატშეპსუტის ტაძარი დეილ ელ-ბაჰრის დაკიდული კლდეების ძირში მდებარეობს და ეგვიპტის ისტორიაში ერთადერთი ფარაონი ქალის, ხატშეპსუტის სახელზეა აგებული.
2 / 9
ხატშეპსუტის ტაძრის ფასადი - ტაძრის აგებას პირველი პირამიდის არქიტექტორი სენმუტი ხელმძღვანელობდა.
3 / 9
ღმერთ ჰოროსის სახელზე აგებული ტაძრის კედელი. აგებულია ჩვენს ერამდე 237 წელს.
4 / 9
გიზის პირამიდები და დიდი სფინქსი მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე.
5 / 9
კარნაკის ტაძარი - მსოფლიოს უდიდესი მუზეუმი ღია ცის ქვეშ
6 / 9
მდინარე ნილოსი — პლანეტის ერთ-ერთი უგრძესი მდინარე, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკიდან საჰარის უდაბნოს გავლით ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში.
7 / 9
რაზ-მოჰამედის ეროვნული პარკი, ცნობილია ათასზე მეტი სახეობის თევზითა და 150 სახეობის მარჯნის რიფით
8 / 9
ძველი კაირო, სადაც დღემდეა შემორჩენილი ქვაბული, რომელშიც, გადმოცემის თანახმად, წმინდა ოჯახი იმალებოდა.
9 / 9
ძველეგვიპტური ხელოვნების მუზეუმი კაიროში, დაარსებულია 1835 წელს.