ვერაზე 25 წლის ქალი მოკლეს

გარდაცვლილს ორი შვილი დარჩა
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალს ყელი გამოჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ორი შვილი დარჩა, ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ბავშვების თანდასწრებით მოხდა, იუწყება ტელეკომპანია.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ.

მუხიანში 27 წლის ახალგაზრდა დის ქმარმა მოკლა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მოკლული ბარნოვის ქუჩაზე დის მიერ ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა. 

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელი მოკლულის მამინაცვალია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლულის დედას და მის ყოფილ მეუღლეს სასამართლოში დავა ჰქონდათ. მეზობლების ინფორმაციით, ყოფილი მეუღლე მას შვილის მოკვლით ადრეც დაემუქრა. 

მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების დაკითხვა. შსს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.