„მოვა მაისი“, ანუ რა ეშველება სიყვარულზე ამღერებულ „ოცნებელ“ დეპუტატს

Sputnik

ქართულ მუსიკალურ „ყულაბაში“ ბევრია სიმღერა გაუმართლებელ, უბედურ სიყვარულზე, რომელთა შორის მართლაც გამოირჩევა ჯანსუღ კახიძის სიმღერა „მოვა მაისი“, რომელიც პეტრე გრუზინსკის ტექსტზე შეიქმნა. 

და რადგან სიყვარულისთვის სულ ერთია, პოეტი ხარ, მიწათმოქმედი თუ პოლიტიკოსი, ერთნაირად ამღერებს ყველას. 

ჰოდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატი მამუკა მდინარაძეც აამღერა — სხვათა შორის, მეტად სასიამოვნოდ და ტკბილხმოვნად. 

მოუსმინეთ!