მაკა კვერენჩხილაძე: საქართველოში ყოველი ჩემი ჩამოსვლა ჟანგბადის ჩასუნთქვას ჰგავს

მაკა კვერენჩხილაძე საუბრობს თავის ვიზიტზე საქართველოში, გარდა იმისა, რომ აღმაშენებლის აკადემიაში ინგლისური ენის გაკვეთილებს ატარებს, მან თბილისში შემოქმედებითი საღამოც ჩაატარა და თავისი ახალი წიგნების წარდგინება მოახდინა.
Sputnik

„ჩემი ვიზიტი საქართველოში ამჯერად საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებს“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მაკა კვერენჩხილაძე-კარტაიზერმა.
მაკა კვერენჩხილაძე- კარტაიზერი- ჩიკაგოში მცხოვრები ქართველი მწერალი, გამოცემული აქვს პოეტური კრებულები,  მის წიგნს,,ბილიკები ამერიკისკენ“ მსოფლიოში ფსიქიატრიის მამად წოდებული ჯოელ ელკესიც ეზიარა. ის ჩიკაგოში კულტურული კავშირების კონსულტანტია და ამერიკაში საქართველოს კულტურას უწევს პოპულარიზაციას.