გურჯაანში 54 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს

გარდაცვლილს ბლაგვი საგნით სხეულისა და თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები აქვს მიყენებული
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში 54 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

გამყიდველმა მოზარდი ლუდის მოპარვისთვის მოკლა

მამაკაცის ცხედარი გუშინ, გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. გარდაცვლილს სხეულისა და თავის არეში მრავლობითი, ბლაგვი საგნით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები აღენიშნება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოხუც დედასთან ერთად  ცხოვრობდა, რომელსაც, სავარაუდოდ, ყაჩაღობის მიზნით დაესხნენ თავს. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და  ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს